ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი დააკავა

ისრაელმა ღაზის სექტორის საავადმყოფოს დირექტორი მუჰამედ აბუ სალმია დააკავა.

მედიის ცნობით, ალ-შიფას საავადმყოფოში დარჩენილი პაციენტები მძიმე მდგომარეობაში არიან. კლინიკა ისრაელის სახმელეთო შეტევის მთავარი სამიზნე იყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ჯანდაცვის სააგენტო მას “სიკვდილის ზონას” უწოდებენ.

არსებული ინფორმაციით, ისრაელის დაბომბვის შედეგად კვირის განმავლობაში 200-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი და პაციენტი დაიღუპა.

ცნობისთვის, ისრაელის არმიამ ღაზის უმსხვილესი სამედიცინო დაწესებულების ევაკუაციის ბრძანება 18 ნოემბერს გასცა, თუმცა ჯანმრთელობის რისკებიდან გამომდინარე ყველა პაციენტის ევაკუაცია ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები