,,ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა” – ზელენსკი ზურაბიშვილს

ჰოლოდომორის 90 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტის ტვიტს უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა სალომე ზურაბიშვილს სოლიდარობის გამოხატვისთვის.

,,ვაფასებ თქვენს სოლიდარობას ჰოლდომორის ხსოვნის დღეს. ჩვენმა ერებმა ბევრი ტანჯვა გადაიტანეს მოსკოვის აგრესიული პოლიტიკით გამოწვეული. ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის მხარდაჭერა, რათა დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და ჩვენი ხალხი”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.

25 ნოემბერს უკრაინა ჰოლოდომორის მსხვეროპლთა დღეს აღნიშნავს. წელს 90 წელი შესრულდა.

,,სოლიდარული ვართ უკრაინის ჰოლოდომორის ხსოვნის დღეს, ჩვენ პატივს მივაგებთ საბჭოთა რეჟიმის ტერორის მსხვერპლებს. 90 წლის შემდეგ, მჩაგვრელი პრაქტიკისადმი წინააღმდეგობა რჩება ჩვენს საერთო მოვალეობად, იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისტორია არ განმეორდება”, – დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

მსგავსი თემები