გათავისუფლებულია 13 ისრაელელი და 4 ტაილანდელი მძევალი

“ჰამასის” მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ჯერ ეგვიპტეში გადაიყვანა, შემდეგ კი ისინი ისრაელში დაბრუნდნენ. მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო 4 ტაილანდის მოქალაქეა.

IDF-ში განაცხადეს, რომ მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ისრაელი “ჰამასს” ტყვეების გაცვლის პროცესის გადადებაში ადანაშაულებდა, “ჰამასმა” კი დროებითი ზავის პირობების დარღვევაში ისრაელს დასდო ბრალი. მოგვიანებით კი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ თქვა, რომ დაბრკოლებები გადალახულია.

მსგავსი თემები