ღაზის ჩრდილოეთში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო შევიდა

ღაზის სექტორის ჩრდილოეთით ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 61 სატვირთო მანქანა შევიდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, შაბათს ღაზამ საკვები, წყალი და პირველადი სამედიცინო დახმარება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო და მას ოპერაცია “ალ-აკსას შტორმი” უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია “რკინის ხმლების” დაწყება გამოაცხადა.

მსგავსი თემები