,,NATO-ზე უარის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინას ომის დასრულებას ჰპირდებოდა” – არახამია

,,NATO-ზე უარის სანაცვლოდ, რუსეთი უკრაინას ომის დასრულებას ჰპირდებოდა”. ამის შესახებ ფრაქცია “ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ, 2022 წელს ბელარუსსა და თურქეთში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების დეტალებზე საუბრისას განაცხადა.

,,რუსები თითქმის ბოლომდე იმედოვნებდნენ, რომ ზეწოლას მოახდენენ შეთანხმების ხელმოწერამდე, რათა ჩვენ ნეიტრალიტეტს დავთანხმებოდით. ეს მათთვის უდიდესი საქმე იყო. მზად იყვნენ, რომ ომი დაემთავრებინათ, თუ როგორც ოდესღაც ფინეთი, ჩვენც დავთანხმებოდით ნეიტრალიტეტს და ავიღებდით ვალდებულებას, რომ NATO-ში არ შევიდოდით. ფაქტობრივად, ეს მთავარი პუნქტი იყო. ამაზე, რომ დავთანხმებულიყავით უნდა შეგვეცვალა კონსტიტუცია. მეორეც, არ არსებობს ნდობა რუსების მიმართ, რომ რუსები ამას შეასრულებდნენ. ხელი რომ მოგვწერა ისინი შემოვიდოდნენ უფრო მომზადებულები”, – ამბობს არახამია.

მსგავსი თემები