მექსიკაში გატაცებული 3 ჟურნალისტი გაათავისუფლეს

მექსიკის სამხრეთ შტატ გერეროდან გატაცებული სამი ჟურნალისტი გაათავისუფლეს.

Reuters სახელმწიფო პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ Takco-ს ცენტრალურ ოფისიდან გატაცებული სილვია არსი და ალბერტო სანჩესი შაბათს გამოუშვეს. ასევე, შაბათს გაათავისუფლეს ყოველკვირეული El Espectador de Taxco-ს დირექტორი, ჟურნალისტი მარკო ტოლედო.

მათივე ცნობით, თავდამსხმელებმა ტოლედოს ვაჟი და ცოლი გაიტაცეს. ცოლი მოგვიანებით გაათავისუფლეს, ჟურნალისტის შვილს კი ამ დრომდე ეძებენ.

მსგავსი თემები