გასულ დღეს რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ოლქის 23 ქალაქი და სოფელი დაბომბეს

25 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა 113-ჯერ დაარტყეს ზაპორიჟიეს ოლქის 23 ქალაქსა და სოფელს.

არსებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. თუმცა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები.

,,99 საარტილერიო ჭურვი გულიაიპოლის, ორიხოვის, ნოვოდანილივკას, ლევადნის, პოლტავკას, ლუგივსკის, პრეობრაჟენკას, სტეფნოჰირსკის, კამიანსკის, პიატიხატოკის, პლავნივის და ფრონტის ხაზის სხვა დასახლებების ტერიტორიაზე დაეცა”, – ნათქვამია ზაპოროჟიეს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები