,,ჩვენი ხმა ევროპას” – სალომე ზურაბიშვილი მედიის წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში, მედიის წარმომადგენლებს ხვდება.

,,თუ რამეს ნიშნავს დეპოლარიზაცია, ის რასაც მოგვიწოდებს ევროპა, სწორედ ეს არის. ყველას შეუძლია ერთმანეთთან დგომა, ერთმანეთთან საუბარი და ერთმანეთთან აზრების გაცვლა. ღმერთმა არ ქნას, რომ ყველას ერთი აზრი ჰქონდეს, ეს გავლილი გვაქვს, ეს ეკუთვნის სხვა წარსულს და აღარასოდეს დბრუნდეს ის დრო, როცა ყველას მოეთხოვებოდა, რომ ერთნაირად ეფიქრათ და ელაპარაკათ”, – ამბობს ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ახლა, საქართველოს, ევროკომისიის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი აქვს წინ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვების გარეშე საქართველოს წინსვლა არ იქნება.

მსგავსი თემები