„ჰამასი“ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს – ჯონ კირბი

„ჰამასი ამ ბავშვებს და მათ ოჯახებს საფრთხეში აყენებს“, – ასე ეხმაურება თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი გაერო-ს გენერალური მდივანის, ანტონიუ გუტერეშის განცხადებას, სადაც გუტერეშმა აღნიშნა, რომ ღაზა ბავშვთა სასაფლაოს ემსგავსება.

მისი თქმით, „ჰამასი“ საავადმყოფოების ქვეშ აშენებდა გვირაბებს და ბავშვებს მძევლებად იყენებდა.

„ჩვენ ვიცით, რომ 240 მძევლის გარდა, კიდევ სხვა მძევლები ჰყავთ, რომლებიც არიან ბავშვები. ჩვენ ვცდილობთ ამ ბავშვების გათავისუფლებას“, – განაცხადა მან.

 

მსგავსი თემები