,,პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროპული კომისიის დადებითი შეფასება”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა და ქართველ ხალხს დადებითი რეკომენდაცია მიულოცა.

“პრეზიდენტ ზურაბიშვილმა მიულოცა უკრაინელებს და მე მივულოცე მეგობარ ქართველ ხალხს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე უკრაინისა და საქართველოს ძალისხმევის მიმართ ევროპული კომისიის დადებით შეფასება. მე ასევე დავაყენე უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის საკითხი”, – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები