თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა

თბილისის რომელ უბანში იყიდება ყველაზე მეტი ბინა – სტატისტიკურ მონაცემებს გამოცემა BM.ge
აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ 2023 წლის ოქტომბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობის მიხედვით საბურთალო (20% მთლიან გაყიდვებში) პირველ ადგილზეა. მეორე ადგილს  დიდი დიღომი (18%) იკავებს.

ამასთან, “თიბისი კაპიტალის” კვლევის თანახმად, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, დიდუბესა და ჩუღურეთში ახალი ბინების გაყიდვების მნიშვნელოვანი მატება შეინიშნება, საბურთალოსა და გლდანში კმი შესამჩნევი კლება დაფიქსირდა. ძველ ბინების კუთხით, გაყიდვებში წლიური ზრდა მხოლოდ საბურთალოზე დაფიქსირდა.

ამავე პერიოდში, საშუალო გასაყიდი ფასი კვ.მ-ზე მთაწმინდაზე $2,000-ს აჭარბებს. ძველი ბინების შემთხვევაში, ყველა უბანში წლიური ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდით კი დიდუბე (+39%), მთაწმინდა (+29%) და ნაძალადევი (+22%) გამოირჩეოდა.

მსგავსი თემები