ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ – სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია

რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრ რობერტ კიუტზე დაყრდნობით იუწყება, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ.

მისი თქმით, გულრიფშის რაიონში, მთებში ადგილობრივმა მონადირეებმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი დაინახეს.

,,ისინი უცროური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავარაუდოდ M-4 შაშხანები ჰქონდათ, ეცვათ შავი ფორმები, ნიღბები, ჩაფხუტები, კარგად ეკიპირებულები იყვნენ. მათ ჰქონდათ დრონიც, რომელიც ტერიტორიაზე დაფრინავდა”, – განაცხადა კიუტმა და აქვე დასძინა, რომ ამ დროისთვის, სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა გადაკეტილია.

მსგავსი თემები