უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის განცხადებით, საუბრისას მიხეილ სააკაშვილის საკითხსაც შეეხო.
“საქართველოს პრეზიდენტთან საუბარში უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ვილაპარაკე. მის სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა და მართებული იქნება ჰუმანურობის ჩვენება მისი ბედის მიმართ”, – განაცხადა ზელენსკიმ.