ოდესაში რუსეთის თავდასხმის შედეგად ხელოვნების მუზეუმის შენობა დაზიანდა

ოდესაში რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად ხელოვნების ეროვნული მუზეუმის შენობა დაზიანდა. შეტევის შედეგად დაშავდა, სულ მცირე, 5 ადამიანი.

ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის ინფორმაციით, დაზიანებულია შენობის კედლები, ჩამსხვრეულია რამდენიმე მინა.

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, ოდესის რეგიონში რუსულმა ჯარებმა Kh-31P ტიპის რაკეტა ისროლეს. შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობები და დაშავდა სამი თანამშრომელი. მათივე ინფორმაციით, აფეთქების ტალღამ მიმდებარე შენობებიც დააზიანა.

მსგავსი თემები