ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ქალაქი ღაზა სრულად მოაქციეს ალყაში. თავდაცვის ძალების სპიკერის, დანიელ ჰაგარის თქმით, ამიერიდან იქნება ორი ზოლი, “სამხრეთი და ჩრდილოეთი ღაზა”.

მან ამას ჰამასის წინააღმდეგ ისრაელის ომში “მნიშვნელოვანი ეტაპი” უწოდა, თუმცა დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სამხედროების ქალაქში შესვლა შემდეგი 48 საათის განმავლობაში იგეგმება.

მსგავსი თემები