კონტრშეტევის დასაჩქარებლად მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა გვჭირდება – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ.

,,იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი კვლავ აკონტროლებს უკრაინის ცას, კონტრშეტევის დასაჩქარებლად უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდებათ. რა მოხდება, როცა ჩვენი პარტნიორებისგან საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები გვექნება? ჩვენი ჯარები წინ წავლენ, კონტრშეტევა კი დაჩქარდება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები