ირაკლი კობახიძის თქმით, ელჩებთან შეხვედრაზე ფარულ ჩანაწერებზე საუბარი არ ყოფილა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ელჩებთან შეხვედრაზე, რომელიც ევროკავშირის ოფისში გაიმართა, ფარული მიყურადების ფაილებთან დაკავშირებით კითხვები რომ დასმულიყო, სათანადოდ უპასუხებდა.

„რაც შეეხება ელჩებთან შეხვედრას, რომ დასმულიყო კითხვები ჩანაწერებთან დაკავშირებით, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ, ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც აწვდის ტელევიზიებს ამ ინფორმაციას და მერე, ვინც აქვეყნებს ამას. ისენი არიან კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და შეუძლიათ, მათ ჰკითხონ. ღია წყაროზე ატვირთვა როგორ მოხდა, ვის მიერ მოხდა, ამასთან დაკავშირებით არსებობს ლოგიკური პასუხები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები