დღეისათვის, საქართველოში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული

2023 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით საქართველოში ჯამში 1 647 629 ავტომობილია რეგისტრირებული – ინფორმაციას საქსტატის ახალ პორტალზე automobile.geostat.ge გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით Bm.ge ავრცელებს.

ყველაზე მეტი, ავტომობილების 37.5%, თბილისშია რეგისტრირებული.

ავტომობილების განაწილების მიხედვით, რეგიონების რეიტინგი ასეთია:

  • თბილისი – 619 006;
  • იმერეთი – 213 959;
  • ქვემო ქართლი – 165 152;
  • კახეთი – 148 851;
  • აჭარა – 134 642;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107 389;
  • შიდა ქართლი – 97 813;
  • სამცხე-ჯავახეთი – 66 098;
  • მცხეთა-მთიანეთი – 44 268;
  • გურია – 39 440;
  • რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი – 11 011;

მსგავსი თემები