გაეროს დახმარების სააგენტოს განცხადებით, მისი საწვავის მარაგი ღაზაში მთლიანად ამოწურულია

ღაზაში გაეროს მთავარი სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მისი საწვავის მარაგი “სრულიად ამოწურულია” და ანკლავში დარჩენილი ბოლო საჯარო სერვისები “სრულიად ჩამოიქცა”.

მისი თქმით, საწვავის ნაკლებობა ნიშნავს, რომ გაეროს დახმარებისა და სამუშაოების სააგენტო პალესტინელი ლტოლვილებისთვის (UNRWA) ვერ შეძლებს საავადმყოფოების, წყლის სადგურისა და საცხობების მომარაგებას “მომავალ დღეებში”.

,,იყო კომერციული საწვავი, რომელიც ხელმისაწვდომი იყო და ასევე იყო საწვავი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოებამ შემოიტანა ელექტროსადგურის მოსამარაგებლად”, – განაცხადა ფილიპ ლაზარინმა.

მსგავსი თემები