,,არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“- კამალა ჰარისი

ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ განვაგრძოთ ისრაელის უფლების მხარდაჭერა, დაიცვას საკუთარი თავი. მოდი ვიყოთ მკაფიო და არ დავივიწყოთ ის, რაც მოხდა 7 ოქტომბერს, როდესაც ასობით ათასი, 1 400 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, დახოცეს. ახალგაზრდები, რომლებიც უბრალოდ ესწრებოდნენ კონცერტს. ასე რომ, ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე პირობების შექმნას იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ვუწევთ ისრაელს თავის დასაცავად“, – განაცხადა ჰარისმა.

 

მსგავსი თემები