რუსული Red Wings სამარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ფრენების დაწყებას გეგმავს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსული ავიაკომპანია Red Wings Airlines  16 ნოემბრიდან საარადან თბილისის მიმართულებით ყოველკვირეული ავიარეისების დაწყებას გეგმავს.

„16 ნოემბრიდან Red Wings Airlines გეგმავს ყოველკვირეულ ფრენებს საქართველოს დედაქალაქში. ფრენები დაგეგმილია ხუთშაბათს და მათი ფრენის ხანგრძლივობა 2 საათი 45 წუთია”, – წერს ТАСС.

გავრცელებული ინფორმაციით, ფრენები განხორციელდება Sukhoi Superjet-ის ტიპის თვითმფრინავით, რომელიც 100 მგზავრზეა გათვლილი.

რუსული კომპანია ფრენებს ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ეკატერინბურგიდანაც ასრულებს.

 

მსგავსი თემები