ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა – ერდოღანი

ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში  განაცხადა.

მისი თქმით, არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება.

„თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები