მადლობელი ვართ აშშ-ის ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო – ზელენსკი

მადლობელი ვართ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი და ძალიან ძლიერი სანქციების გადაწყვეტილების გამო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებმა უნდა იმუშაონ ისე, რომ რუსეთს არ ჰქონდეს გვერდის ავლის შესაძლებლობა.

„რუსული და არა მხოლოდ რუსული სუბიექტები, რომლებიც აგრესიაზე მუშაობენ, ახლა აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. ეს არის ის, რაც საჭიროა. სანქციების ძალა მსოფლიოს ძალაა. ამ მიზნით მუდმივად გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან. ერთიანი სამყარო უნდა გაძლიერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, აშშ-მა 130 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

მსგავსი თემები