მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ცვლილებაში და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება – ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით,  მზად არის, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს ცვლილებასთან დაკავშირებით და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება.

მისი თქმით,  ჩვენს თანამემამულეებს საკონსტიტუციო უფლების რეალიზების საშუალება უნდა ჰქონდეთ, რომ მათ 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ

„ინიციატივას ორი მიმართულება აქვს – ერთია, არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობა და მეორეა, საარჩევნი უბნების მაქსიმალურად გაზრდა, რადგან ქალაქებში, სადაც ასზე მეტი ჩვენი თანამემაულე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები უნდა გაიხსნას და მოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ინიციატივა, სადაც ყველა ერთად უნდა დავდგეთ. მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ამ უმნიშვნელოვანეს ცვლილებაში და კანონპროექტი მომზადდეს, როგორ მიეცეთ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებს უნდა მივმართოთ, რომ მათი საშუალებით ის ელექტრონული სისტემა შეიქმნას, რომელიც დაცული და უსაფრთხო იქნება, მოქალაქეებს კი, ხმის დაფიქსირების საშუალება ონლაინ ექნებათ. ესტონეთს კარგი გამოცდილება აქვს და ამის გამოყენება შეგვიძლია. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ემიგრანტებს საქართველოს ბედის განსაზღვრაში მონაწილეობის საშუალება ჰქონდეთ. მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულეა, ვისაც ხმის მიცემის საშუალება უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი თემები