რუსეთმა ხარკოვს დრონებით შეუტია

გასულ ღამეს რუსეთმა  უკრაინის ქალაქ ხარკოვსა და მის გარეუბნებზე მიიტანა იერიში.

ხარკოვის ოლქის პოლიციის განცხადებით, საოკუპაციო ძალებმა სულ მცირე 10 დრონით დაარტყეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.

წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია. თავდასხმის შედეგად, დაზიანდა და დაიწვა საცხოვრებელი კორპუსი, სასწავლო დაწესებულება, ადმინისტრაციული შენობა, ფერმის შენობა, გარაჟები და ავტომანქანები.

მსგავსი თემები