“სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა ინსპექტირება მოითხოვონ და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ შეამოწმებს მათ მზაობას” – ბექა ფერაძე

სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე მოითხოვონ ინსპექტირება და შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ პრევენციულად, მივა, შეამოწმებს მზაობას, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.

როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, სასტუმრო იხსნება გარკვეული დათქმით – იმ შემთხვევაში აქვთ მათ მუშაობის უფლება, თუ ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი შეამოწმებს და შემოწმების შედეგად მიიღებენ დადებით დასკვნას.

„ვინაიდან, შიდა ტურიზმი 15 ივნისიდან იხსნება, სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რათა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებგვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირება. შრომის ინსპექცია სრულიად უსასყიდლოდ პრევენციულად, მივა, შეამოწმებს მზაობას, თუ რამდენად აქვთ მათ დანერგილი სტანდარტები, რომელიც მოთხოვნილია შესაბამისი გაიდლაინებით, რომელიც ასევე ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებს და მხოლოდ ამ შემთხვევაში ენიჭებათ მუშაობის გაგრძელების, აღდგენის უფლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

მსგავსი თემები