რუსეთმა ავდეევკასთან 10 დღეში 109-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა დაკარგა – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ინფორმაციით,  23 ოქტომბერს, უკრაინელმა რეზერვის ოფიცერმა გამოაქვეყნა სატელიტური სურათები და დაადასტურა, რომ რუსმა სამხედროებმა 10-დან 20 ოქტომბრამდე ავდეევკას მახლობლად 109 სამხედრო ტექნიკა დაკარგეს.

რუსეთის დანაკარგების უმეტესი ნაწილი, ძირითადად, ჯავშანტექნიკა იყო – როგორიცაა BMP-1 და BMP-2 და MT-LB; ტანკები T-72, T-64, T-80; ჯავშანტრანსპორტიორი; და სხვა მანქანები.

რეზერვის ოფიცერის განცხადებით, რუსული ტექნიკის დანაკარგებმა ავდეევკას რაიონში გადააჭარბა მათ დანაკარგებს 2022 წლის მაისში სევერსკის დონეცის წარუმატებელი გადაკვეთის დროს და სავარაუდოდ გადააჭარბებს დანაკარგებს უგლედარის მხარეში 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აპრილამდე.

დანაკარგის რიცხვი შეიძლება გაიზარდოს – დაახლოებით ათეული მანქანა არ შედის ზარალის სიაში სურათების შეუსაბამობის გამო.

 

მსგავსი თემები