„აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება წელს განსაკუთრებით გაზრდილია, ეს მიანიშნებს, რომ საქართველოს როლი რეგიონში იზრდება – დავითაშვილი

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ მიმართ დაინტერესება ძალიან მაღალია, ისეთი, როგორც არასდროს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. რაც  მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი იზრდება რეგიონში.

„ფორუმის მიმართ დაინტერესება განსაკუთრებით გაზრდილია 2023 წელს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს როლი იზრდება რეგიონში. საქართველო, როგორც სტაბილური, საინტერესო, დინამიკურად განვითარებადი ეკონომიკა, მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ეს არის ინვესტორებისთვის ხელსაყრელი გარემო. დარწმუნებული ვარ, რომ ფორუმის ფარგლებში ძალიან ბევრი წარმატებული გარიგება მოხდება ბიზნესებს შორის. ასევე იქნება ძალიან საინტერესო დისკუსიები პოლიტიკოსებს შორის სხვადასხვა თემაზე.

იცით, რომ ჩვენ ძალიან ბევრ მიმართულებას ვფარავთ, ეს არის როგორც ტრანსპორტი, მათ შორის შუა დერეფნის პერსპექტივები, ეს არის ინვესტიციები, ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები, ფინანსები და ბევრი სხვა, რომელზეც ფორუმის განმავლობაში გვექნება მსჯელობა.

დიდი იმედი მაქვს, ფორუმი წარმატებით ჩაივლის და საქართველოს პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

აქაც უნდა ხდებოდეს მაღალ დონეზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე მსჯელობა და გადაწყვეტილებების მიღება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის პოტენციალი გვაქვს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა

მსგავსი თემები