სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 60-მდე დაიჭრა აშშ-ში მომხდარი სროლის შედეგად

სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა ოთხშაბათს საღამოს, აშშ-ში მიენის შტატის ქალაქ ლუისტონში მასობრივი სროლის შედეგად.

დაშავებულია 50-დან 60-მდე პირი.

თავდასხმა რამდენიმე ადგილას მოხდა, მათ შორის ბოულინგის მოედანზე  და ადგილობრივ ბარში.

შეარაღებული პირი გაქცეულია. მეინის შტატის პოლიციამ მოსახლეობას მოუწოდა სიფრთხილე გამოიჩინონ და დარჩნენ სახლში.

მსგავსი თემები