,,ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია”- ბაიდენი

“ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც ლაჩრული საქციელია”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზთან შეხვედრისას ისაუბრა.

მისივე თქმით, ისრაელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ღაზაში უდანაშაულო, მშვდობიანი მოსახლეობა დაიცვას

,,მშვიდობის გზაზე რომ დავდგეთ, ეს ორი სახელმწიფოს გადაწყვეტილება უნდა იყოს, რაც ყველა მხარისთვის კონცენტრირებულ ძალისხმევას ნიშნავს, ისრაელელებისთვის, პალესტინელებისთვის, რეგიონული პარტნიორებისთვის, გლობალური ლიდერებისთვის… “ჰამასი” პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის უკან იმალება, რაც საზიზღარი და ლაჩრული საქციელია. ეს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ისრაელს დამატებით ტვირთად აწვება. იმის მიუხედავად, რომ ისინი “ჰამასს” ებრძვიან, ეს არ ამცირებს ომის კანონების შესაბამისად მოქმედების აუცილებლობას. ისრაელელები და პალესტინელები იმსახურებენ გვერდიგვერდ უსაფრთხოდ, ღირსეულად და მშვიდობიანად ცხოვრებას”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები