აშშ-ში მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია ეძებს

აშშ-ში, მაინის შტატის ქალაქ ლევისტონში მომხდარ მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილს პოლიცია მთელი შტატის მასშტაბით ეძებს.

თავდამსხმელი, 40 წლის რობერტ ქარდია. ეჭვმიტანილი ცეცხლსასროლი იარაღის ინსტრუქტორია და აშშ-ის არმიის რეზერვში მუშაობს, ის შემთხვევამდე ორი კვირით ადრე ის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა.

ადგილობრივმა სკოლებმა გააუქმეს გაკვეთილები და დახურეს სკოლები.

პოლიცია ხალხს მოუწოდებს, თავდამსხმელის დაკავებამდე სახლში დარჩნენ და ფრთხილად იყვნენ.

 

მსგავსი თემები