საწვავის მწვავე ნაკლებობის გამო, ღაზის საავადმყოფოები მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, ღაზის სექტორში საავადმყოფოები  მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებს იღებენ, რადგან საწვავის რაოდენობა სახიფათოდ ცოტაა.

”ბიბისის” ცნობით, ღაზის მთელ ტერიტორიაზე, საავადმყოფოებმა სასწრაფო დახმარების ოთახების გარდა,  ყველა განყოფილება დახურეს.

საავადმყოფოებმა უნდა დაზოგონ მცირე საწვავი, რომელიც მათ მოწყობილობების გამოსაყენებლად აქვთ, როგორიცაა ვენტილატორები, ახალშობილთა ინკუბატორები და თირკმლის დიალიზის აპარატები. ამბობს რეპორტიორი, რომელიც ღაზის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისში იმყოფება.

 

 

მსგავსი თემები