ტიბეტელი ბერების დებატები სერას მონასტერში – რეპორტაჟი ტიბეტიდან

სერას ტაძარი – სრული სახელი “სელა მაჰაიანას ტაძარი.” ეს სწორედ ის ადგილია, სადაც შინდისფერ სამოსში გამოწყობილი სასულიერო პირების დებატების საყურებლად ტიბეტს უამრავი ტურისტი სტუმრობს. ტაძარი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში 3700 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს.

ტიბეტური ბუდიზმის ექვსი ძირითადი ტაძრიდან ეს ერთ-ერთია. ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ლასას სამი მთავარი მონასტრიდან, რომელიც ბოლოს აშენდა. სწორედ სერას მონასტერში იმართება ბუდისტური წმინდა წერილების დებატები.

ტაძრის ცენტრში არის ერთი მთავარი დარბაზი. ცოკენის დარბაზი სერას მონასტრის უდიდესი ნაგებობაა, რომელსაც აქვს 108 დიდი სვეტი და იტევს 8000-ზე მეტ ბერს რელიგიური ცერემონიების დროს. დარბაზში არის ტაძრის დამაარსებლის, შაკიამუნი იეშის ქანდაკება. ქანდაკების თავზე ქუდი ძალიან უნიკალურია, წარწერით სანსკრიტზე. ეს ქუდი მას პირადად აჩუქა მინგის დინასტიის იმპერატორმა.

ცოკენის დარბაზის გარდა, სერას მონასტერში ასევე არის ჰაიაგრივარის დარბაზი, სადაც განთავსებულია ყველაზე ცნობილი მინგის ცხენის ქანდაკება.

რაც შეეხება დებატებს, ის ტაძრის ეზოში, ღია სივრცეში იმართება. მონასტერში სწორედ მაშინ მივედი, როცა დებატები მიმდინარეობდა და ათობით ლამა იყო ჩართული ამ პროცესში. ეს იყო სასწაული სანახავი, შორიდან გეგონებოდა რომ ჩხუბობენ.

ვნახოთ რეპორტაჟი სერას მონასტრიდან

ეკა გულუა ტიბეტიდან

მთელი ტიბეტის ისტორია ამ ერთ სივრცეშია მოქცეული – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

 

მსგავსი თემები