მთელი ტიბეტის ისტორია ამ ერთ სივრცეშია მოქცეული – ვიდეორეპორტაჟი ტიბეტიდან

„ტიბეტის მარგალიტი“ – სწორედ ქვია ტიბეტის ისტორიისა და კულტურის მუზეუმის შესასვლელში უზარმაზარ ნახატს, რომელსაც თითქმის 2 წელი ხატავდნენ. აქ მთელი ტიბეტის ისტორიაა ასახული დინასტიებით დაწყებული, პრინცესა ვენგისა და პრინც გამფუს ქორწინებით დასრულებული. მუზეუმი ტიბეტის დედაქალაქ ლასაში მდებარეობს.

პრინცესასა და პრინცის ქორწინებას საკმაოდ დიდი სივრცე ეთმობა. პრინცესა ვენჩენგი თანგების დინასტიას წარმოადგენდა და პრინცი გამფუ ტუბოს სამეფოს. ეს იყო პირველი ქორწინება, რომელიც ტიბეტში შედგა და ორი დინასტია გააერთიანა.

ტანგის დინასტიასა და ტუბოს სამეფოს შორის ურთიერთობამ ბევრი რამ შეცვალა ჩინეთის ისტორიაში. მუზეუმში დაცულია ის ნივთებიც, რომელიც პრინცესამ ტიბეტში ჩამოიტანა. მათ შორისაა მუსიკალური საკრავების ორიგინალი; ასევე, მოოქროვილი ეტლი, რითაც პრინცესა ტიბეტში ჩავიდა, ეტლში დღემდე ინახება ბუდას ძეგლი, რომელიც პრინცესამ ჩაიტანა, თუმცა, ეს არ არის ორიგინალი. ორიგინალი ოქროს ძეგლი კი პოტალაში, დალაი ლამას სასახლში ინახება. ტანგისა და ტუმბოს ქორწინების შემდეგ კი კიდევ ორმა პრინცესამ იქორწინა ტიბეტელ იმპერატორზე.

აქვე ასახული სცენარი ცნობილი „ლინჯოუს დიალოგიდან“, რომელმაც ტიბეტში ტუბოს რეჟიმის დაშლის შემდეგ, 400-წლიანი დაყოფა და არეულობა დაასრულა. ეს წარმატებით დასრულებული საუბარი სწორედ ტიბეტის ისტორიის ნაწილია რომელიც ამ მუზეუმშია დაცული. აქ ასახულია სწორედ ის თეთრი ნაჭერი, რომელსაც ტიბეტში ერთგვარ მშვდობის, წარმატების, მფარველობის და სიკეთის სიმბოლოდ ითვლება და სტუმარს სწორედ ამ თეთრი „შარფით“ ხვდებიან და კისერზე ახვევენ.

მუზეუმში ინახება ოქროს ბეჭდებიც, რომელიც სხვადასხვა დალაი ლამას ეკუთვნის.

დანარჩენი კი რეპორტაჟში

ეკა გულუა ტიბეტიდან

 

 

 

მსგავსი თემები