ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა

ღაზას სექტორიდან გასროლილი რაკეტა ქალაქ აშკელონის საავადმყოფოს მოხვდა. ბარზილაის ჰოსპიტალი პირდაპირი სარაკეტო იერიშის სამიზნე იყო.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საავადმყოფოებიდან პაციენტებს ქვეყნის ცენტრში მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანენ იმისთვის, რომ ჩრდილოეთით, ფრონტის ხაზთან ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებები მზადყოფნაში იყვნენ ვითარების შესაძლო ესკალაციისთვის.

მსგავსი თემები