ფორუმს „სარტყელი და გზა“ პრეზიდენტი სი ძინპინი გახსნის

17-18 ოქტომბერს, ჩინეთის დედაქალაქ პეკინში „სარტყელი და გზის“ ფორუმი იხსნება. ფორუმს პორადად პრეზიდენტი სი ძინპინიც დაესწრება, რომელიც სიტყვითაც გამოვა და სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებსა და სტუმრებს მიმართავს.

საერთაშორისო თანამშრომლობის მე-3 ფორუმი 2 დღე გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მსოფლის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერი და დელეგაცია მიიღებს.

ეს იქნება რიგით მესამე ფორუმი, რომლის თემაა „მაღალი ხარისხის  თანამშრომლობა –  ერთად საერთო განვითარებისა და კეთილდღეობისთვის“.

ფორუმს „მედიაცენტრი მთავარიც“ დაესწრება და მოვლენებს პეკინიდან გააშუქებს.

მსგავსი თემები