კიდევ ერთი მიწისძვრა ავღანეთში – დაშავებულია 100-ზე მეტი ადამიანი

ავღანეთში, ქალაქ ჰერატის ჩრდილოეთით, 28 კილომეტრში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. „ბიბისი“ ჯანდაცვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით უწყება, რომ მიწისძვრის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ცნობისთვის ავღანეთში  8 ოქტომბერს მომხდარ მიწისძვრას სულ მცირე, 2 400 ადამიანი ემსხვერპლა, 2 000-ზე მეტი კი დაშავდა.

მსგავსი თემები