,,როცა სროლა დაიწყო, ნოვას ფესტივალზე იყო”- ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს ეძებენ

ისრაელში, ქართველ-ებრაელ გოგოს, თამარ გოლდენბერგს ეძებენ. ანი კობიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ყველას მოუწოდებს, თუ ვიდეოებსა და ფოტოებში ტამის ამოიცნობენ, ოჯახის წევრებს შეატყობინონ. ,,მეგობრებო, ვინც ხართ ისრაელში, ან ვისაც გყავთ მეგობრები, ნათესავები ისრაელში, თუ ვინმე იცნობს ნოვას ფესტივალის გადარჩენილებს, ან ვინც იქ იყო და ესწრებოდა ფესტივალს,გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი ტამის პოვნაში! თამარ გოლდბერგი – ის იყო ნოვას ფესტივალზე, როცა სროლა დაიწყო. მასთან ბოლო კომუნიკაციიდან 24 საათზე მეტი გავიდა! თუ დაინახეთ ნებისმიერ კადრში ან არ ვიცი, სადმე გსმენიათ რაიმე მის შესახებ, გთხოვთ, მომწერეთ ან დაუკავშირდით:მისი და მარი ლობატონი 0525055577მამამისი გოჩა: 0527910888…

მეტი...

„4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის”- საქართველოში ისრაელის ელჩი

„4 ბავშვს მოაჭრეს თავი, სიტყვები არ მყოფნის. მანამდე აიყვანეს ტყვედ 1000-კაციანი კიბუცი“, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩმა, ჰადას მეიცადმა „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. „კფარ აზა გახლავთ მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან ახლოს. 4 ბავშვს მოაჭრეს თავი. მანამდე აიყვანეს ტყვედ 1000-კაციანი კიბუცი. ჩვენ ვნახეთ როგორ გაჰქონდათ მრავალი საათის განმავლობაში ცხედრები. სიტყვებს ვერ ვპოულობ, რომ გამოვხატო ჩვენი გრძნობები მას შემდეგ, რაც ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი, მე არ მყოფნის სიტყვები იმიტომ, რომ ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. „ჰამასი“…

მეტი...

ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია, ღაზაში 900-ს გადააჭარბა

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელში დაღუპულთა რიცხვმა 1200-ს მიაღწია. მსხვერპლთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით მედია იუწყება, რომ ღაზაში გარდაცვლილთა რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა, ხოლო 4600-მდე პირი დაჭრილია. თავდასხმების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 2100-ს აღწევს.  

მეტი...

,,ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ დაუზუსტებელი ინფორმაციისგან”- ლაშა ჟვანია

ინფორმაცია, თითქოს უკვე დანიშნული რეისები გაუქმდა, ტყუილია, ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ, დაუზუსტებელი ინფორმაციისგან, რაც ჩვენს მოქალაქეებში იწვევს პანიკურ ქმედებებს, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა. მისი თქმით, მოთხოვნის შემთხვევაში რეისის დამატებასაც განიხილავენ. „როგორც ვიცით, ხვალ დამატებითი რეისია დანიშნული, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდებიან საქართველოში, ისევე, როგორც 12 ოქტომბრისთვის ჩაინიშნა დამატებითი რეისი. ხვალ ვნახავთ, თუკი მოთხოვნა იქნება, ასევე 13 რიცხვშიც ვისაუბრებთ რეისის დამატებაზე. დღეს ისრაელის ავიახაზებმა, როგორც საქართველოს ავიახაზებმა შეასრულეს ორი რეისი. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება თითქოს უკვე დანიშნული რეისების გაუქმებაზე, ტყუილია და საფუძველი არ აქვს. ყველას მოვუწოდებ, თავი…

მეტი...

ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკელი მოკლეს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განცხადებით,  ჰამასის თავდასხმას ისრაელში, სულ მცირე, 14 ამერიკის მოქალაქე ემსხვერპლა. მისი თქმით, ჰამასის მიერ მძევლად აყვანილ ადამიანებს შორის აშშ-ის მოქალაქეებიც არიან. “ჩვენ ახლა ვიცით, რომ ჰამასის მძევლებს შორის ამერიკის მოქალაქეებიც არიან”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა ბრიფინგზე.  

მეტი...

ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში გადავიყვანეთ, მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში – ბაიდენი

„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. ჩვენ მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო  ბაიდენმა განაცხადა. ბაიდენის თქმით, მის გუნდს ისრაელელ პარტნიორებთან ომის დაწყების მომენტიდან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. „ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად. ვაპირებთ, დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს არ ამოეწურება ეს კრიტიკული აქტივები, რათა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები“, – განაცხადა ბაიდენმა.  

მეტი...

„ქალები გააუპატიურეს… „ჰამასის“ სისხლიანი ხელები – ამერიკის პრეზიდენტი

ამერიკის შეერთებული შატატების პრეზიდენტი ისრაელში „ჰამასის“ სისასტიკესთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. როგორც ჯორჯ ბუში აცხადებს, ეს არის ბოროტების აქტი, რომელიც „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით ხდება. „ისრაელის მოსახლეობა დაუოკებელი ბოროტების მსხვერპლი გახდა, რომელიც “ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ სისხლიანი ხელებით მოხდა. ამ ჯგუფის გაცხადებული მიზანი ებრაელების მკვლელობაა, ეს აბსოლუტური ბოროტების აქტია… ქალები გააუპატიურეს, მათზე ფიზიკურად იძალადეს, აღლუმზე, როგორც ნანადირევი ჩამოატარეს. ოჯახები საათების განმავლობაში იმალებოდნენ, უიმედოდ ცდილობდნენ შვილების გაჩუმებას, რათა ყურადღება არ მიექციათ”, – განაცხადა ბაიდენმა. პრეზიდენტის განცხადებით, „ჰამასის“ ბოოტებას ამერიკის მოქალაქეების სიცოცხლეც ემსხვერპლა. „ისრაელში 1 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.  მათ შორისაა ამერიკის 14 მოქალაქე… როდესაც…

მეტი...

„ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ათასობით ადამიანი“ – ისრაელის ელჩი

საქართველოში ისრაელის ელჩის, ჰადას მეიცადის ინფორმაციით, ჰამასმა ებრაელ ბავშვებს თავი მოჰკვეთა და ათასობით ქალი გააუპატიურა. „კფარ აზა, ეს არის მცირე კიბუცი ღაზის სექტორთან. იქ 4 ბავშვს მოაჭრეს თავი. ასევე ტყვედ აიყვანეს  1000-კაციანი კიბუცი. ჰამასმა ამოწყვიტა, გააუპატიურა ასობით უდანაშაულო ადამიანი. ეს გახლავთ ბარბაროსული ომის აქტი. ასეთ რამეს უკანასკნელი წლების განმავლობაში არ მოვსწრებივართ. ჰამასი და ისლამური სახელმწიფო ერთი და იგივეა. მთელმა მსოფლიომ დაინახა ჰამასის რეალური სახე, ზუსტად ისეთი, როგორიც იყო ისლამური სახელმწიფო”, – აცხადებს ჰადას მეიცადი.  

მეტი...

1 ბოთლი საფერავი ჩინეთში 588 იუენი ღირს

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ქართული ღვინო რუსულ მაღაზია „იურა“-ში იყიდება. ფასი 168 იუენიდან იწყება და 588 იუენამდე ადის. „იურა“ პეკინის ცენტრში მდებარეობს და დაახლოებით 500 მეტრის დაშორებით რამდენიმე მაღაზიია განთავსებული. ყველაზე ძვირი კი „თელიანი ველის“ საფერვია, რომელიც 588 იუენი, დაახლოებით 85 დოლარი ღირს. ეკა გულუა პეკინიდან    

მეტი...

„ისრაელმა კონტროლი დაამყარა მთელ ტერიტორიაზე“ – საქართველოს ელჩის ვიდეომიმართვა

საქართველოს ელჩი ისრაელში – ლაშა ჟვანია ქვეყანაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებთ ვიდეომიმართვაში საუბრობს და აცხადებს რომ ისრაელში ვითარება იცვლება. ელჩის თქმით, „რკინის გუმბათი“  იგერიებს თავდასხმის აბსოლუტურ უმრავლესობას. ელჩის თქით, ვითარება იცვლება როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკური მიმართულებით და ამერიკის პრეზიდენტის განცხადება საკმაოდ სერიოზული და მკაცრი გზავნილია.   „ქალები გააუპატიურეს… „ჰამასის“ სისხლიანი ხელები – ამერიკის პრეზიდენტი

მეტი...