ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით კი, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სფეროში.

„არსებობს პრიორიტეტები, საჰაერო თავდაცვითი სისტემები, სხვადასხვა საკითხი. ჩვენ გვჭირდება ისინი ძალიან კონკრეტულ გეოგრაფიულ წერტილებში ჩვენს მიწაზე, რათა შევინარჩუნოთ ენერგოქსელები, ხალხი, მარცვლეულის ტრანზიტი, მარშრუტი აფრიკისთვის, აზიისა და მსოფლიოსთვის. მნიშვნელოვანია შორი რადიუსის რაკეტები და შეიარაღება, სულ ერთია, როგორ ეძახით მას, პრობლემა იმაშია, როგორ იშოვით მას, რადგან საჭიროა ისინი ჩვენი მიწიდან რუსეთის გასაგდებად“, -განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები