ღაზა, სირია, ლიბანი – ისრაელი სამი მიმართულებიდან იბომბება

ისრაელი სამი მიმართულებიდან იბომბება. ღაზადან დაწყებულ თავდასხმას ჩრდილოეთიდან ლიბანი და სირიაც შეუერთდნენ. ქვეყნის ყველა მსხვილ ქალაქში ისმოდა განგაშის ხმა და ფეთქდებოდა ტერორისტების მიერ გაშვებული რაკეტები. საპასუხო ნაბიჯებს დგამს ისრაელის არმიაც.

არსებული ინფორმაციით, ღაზის სექტორის ირგვლივ 300 ათასი სამხედრო და ასეულობით ტანკია მობილიზებული, რომლებიც შეტევის ბრძანებას ელიან. რამდენად ფართომასშტაბიანი იქნება ეს სამხედრო ოპერაცია და დაიკავებს თუ არა ისრაელი ღაზას სექტორს მთლიანად, უახლოეს დღეებში გამოჩნდება.

მსგავსი თემები