ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტები გაუშვა.​

მანამდე ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტა ისროლეს, რომლის სამიზნეც საზღვარზე არსებული ისრაელის შეიარაღებული ძალების პოსტი იყო.

ხოლო ლიბანის სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ორი ტერიტორიაა დაბომბილი.

დაირას მიმდებარე ტერიტორია დაიბომბა მტრის არტილერიის მიერ, ხოლო იარინის მიმდებარე ტერიტორიას ფოსფორის ჭურვები ურტყამს“, – განაცხადა ლიბანის ეროვნულმა საინფორმაციო სააგენტომ.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰესბოლამ“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

მსგავსი თემები