,,ეგვიპტემ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 3 დღით ადრე გააფრთხილა” – მაიკლ მაკკოლი

ეგვიპტემ ისრაელი „ჰამასის“ თავდასხმის შესახებ 3 დღით ადრე გააფრთხილა. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა მაიკლ მაკკოლიმ განაცხადა.

ამ თემაზე კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟურნალისტებს მას შემდეგ ესაუბრა, რაც კონგრესმენებმა დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ბრიფინგს მოუსმინეს.

„ვიცით, რომ ეგვიპტემ ისრაელი თავდასხმამდე 3 დღით ადრე გააფრთხილა, რომ შესაძლოა მსგავსი რამ მომხდარიყო. არ მინდა დეტალებში შევიდე, მაგრამ გაფრთხილება გაცემული იყო. ვფიქრობ, საკითხავია რა დონეზე მოხდა ეს ყველაფერი“, – განაცხადა მაკკოლმა.

მსგავსი თემები