,,მინდა, ნორმალური ბავშვი ვიყო, არც წყალი გვაქვს”- გოგონა ღაზადან

Reuters-ი ღაზას სექტორიდან უმძიმეს კადრებს აქვეყნებს. ცამეტი წლის ისრაა ალ-ქიშავი Reuters-ის კამერის ჯგუფს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ მოწყობილ სკოლაში ერთგვარ გიდობას უწევს, რომელიც რამდენიმე ოჯახის თავშესაფარად იქცა.

გოგონა ამბობს, რომ ღამით ვერ იძინებს. ის სააბაზანოში მიდის რამდენიმე წუთში ერთხელ, რადგან რაკეტების ეშინია

,,ღამით დაძინება არ შემიძლია, ყოველ წუთს როცა რაკეტების გვეშინია სააბაზანოში გავრბივართ, ამ ოთახში 30 ადამიანს სძინავს, ადგილი არავისთვისაა. არც წყალი გვაქვს. მეც მინდა ნორმალური, ჩვეულებრივი ბავშვი ვიყო, ვიცხოვრო ომის და რაკეტების გარეშე და მშვიდობით დავბრუნდე სახლში”- ამბობს გოგონა.

მსგავსი თემები