ღაზის სექტორის გარშემო ბარიერი აღვადგინეთ – ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, თავდაცვის ძალებმა ღაზასთან ბარიერი აღადგინეს.

მისივე თქმით,  ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის საზღვრებთან ახლოს ჯავშანტექნიკა, საარტილერიო კორპუსი და 300 000 რეზერვისტი გაგზავნა.

„ისინი ახლოს არიან ღაზის სექტორთან და ემზადებიან იმ მისიის შესასრულებლად, რომელიც ისრაელის მთავრობამ მოგვცა და ეს არის იმის უზრუნველყოფა, რომ „ჰამასს“ ომის დასასრულს არ ექნება სამხედრო შესაძლებლობები, რომლითაც მათ შეეძლებათ, დაემუქრონ ან მოკლან ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები“, – განაცხადა კონრიკუსმა.

 

მსგავსი თემები