სახალხო ტრანსპორტი – 1 საათი 3 ლარი

ჩინეთში ველოსიპედი და ელექტრო სკუტერი ყველაზე მოსახერხებელი და სახალხო ტრანსპორტია. ფასიც საკმაოდ მისაღებია. ერთი საათი დაახლოებით 3 ლარი ღირს. უხმოდ დასრიალებენ ელექტროსკიტერითაც. მისი ყიდვაც ძალიან იაფია – 600-დან 1000 დოლარამდე.

ამ ეკოლოგიური, ეკონომიური და მოსახერხებელი ტრანსპორტით იმდენი ადამიანი სარგებლობს, მაქსიმალური ყურადღება და კარგად მართვაა საჭირო, რომ რომელიმე მხრიდან ვინმე არ შეგეჯახოთ. აქაც კი ისეთივე საცობია, როგორც სამანქანო გზაზე.

ველოდიპედით ვის არ ნახავთ – ჰალსტუხიანებს, გამოპრანჭულებს, ოჯახებს. განსაკუთრებით კი დილით და საღამოს სამსახურის შემდეგ. ამ პერიოდში, შეიძლება თავისუფალი ველოსიპედი ვერ ნახოთ.

 

ეკა გულუა ჩინეთიდან

 

მსგავსი თემები