პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელია ღირსების მედლით დაჯილდოვა. სახელმწიფო ჯილდო პრეზიდენტმა ნიკო კვარაცხელიას დედას, იზა ომაძეს გადასცა.

“ნიკო კვარაცხელია დაჯილდოვდა მაღალი ტექნოლოგიების სფეროს განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის, პირველი ქართული სოციალური პლატფორმა ფიდსის შექმნისთვის, ახალგაზრდების ეკონომიკური და სოციალური აქტივობების განსაკუთრებული მხარდაჭერისა და საერთაშორისო დონეზე საქართველოს პოპულარიზაციისათვის”, – ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

მსგავსი თემები