ჰამასის მიერ მოკლულმა ისრაელელმა წყვილმა 10 თვის ტყუპების დამალვა მოასწრო – ისინი14 საათის შემდეგ იპოვეს

ახალგაზრდა ისრაელელი წყვილი ჰამასის ტერორისტებმა, რომლებიც მათ სახლში შეიჭრნენ, მოკლეს. თუმცა, მშობლებმა 10 თვის ტყუპები  ბომბსაფარში დამალვა მოასწრეს. ბავშვები ცოცხლები იპოვეს დაახლოებით 14 საათის შემდეგ.

იტაი და ჰადარ ბერდიჩევსკებს,  თავს დაესხნენ საკუთარ სახლში კფარ ღაზაში, კიბუცს სამხრეთ ისრაელში, რომელიც მდებარეობს ღაზადან აღმოსავლეთით დაახლოებით სამი მილის მანძილზე.

მშობლებმა, რომლებმაც თავიანთი ჩვილი ბომბის თავშესაფარში დამალეს, ცდილობდნენ ტერორისტებთან ბრძოლას, მაგრამ ისინი მოკლეს.

ისრაელის ჯარებმა ჩვილი ტყუპები დაახლოებით 14 საათის შემდეგ იპოვეს და ბებიას გადასცეს.

 

მსგავსი თემები