,,კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია”- ბრიტანეთის პრემიერი

არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა კონსერვატიული პარტიის კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მშობლებისთვის საკამათო არ უნდა იყოს იმის ცოდნა, თუ რას ასწავლიან მათ შვილებს სკოლაში ურთიერთობების შესახებ.

„პაციენტებმა უნდა იცოდნენ, როდესაც საავადმყოფოები საუბრობენ მამაკაცებზე ან ქალებზე. არ უნდა დაგვაძალონ, ვირწმუნოთ, რომ ადამიანებს შეუძლიათ, აირჩიონ ნებისმიერი სქესი, რაც მათ უნდათ, მათ არ შეუძლიათ. კაცი კაცია და ქალი  – ქალი, ეს უბრალოდ საღი აზრია“, – განაცხადა რიში სუნაკმა.

მსგავსი თემები