,,არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება”- ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, მისი თანამდებობიდან გადადგომა სომხეთის პრობლემებს ვერ მოაგვარებს.

„ჩემი წასვლით თუ ყველა გამოწვევა ნეიტრალიზებული იქნება, მე ამას გავაკეთებ. მე არ ვებღაუჭები სავარძელს, მაგრამ ყველა ჩემი ანალიზი აჩვენებს, რომ ჩემი გადადგომის შემთხვევაში უარესი იქნება. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომაც არ ვტოვებ თანამდებობას“, – განაცხადა ფაშინიანმა.

​მისივე თქმით, ის, ვინ იქნება სომხეთის პრემიერ-მინისტრი, მხოლოდ სომეხი ხალხის გადასაწყვეტია.

„სამწუხაროდ, მხოლოდ მთავრობაზე არაა დამოკიდებული სომხეთის გარშემო შექმნილი გლობალური სიტუაცია. გლობალურ სიტუაციაში ჩვენ უნდა დავიკავოთ სწორი პოზიცია. არა მხოლოდ ახლა, არამედ წარსულშიც, ყოველთვის არ გამოდიოდა სწორი პოზიციის დაკავება. ჩვენ 30 წელი მშვიდობა არ გვქონია. ჩვენ, უბრალოდ, გვქონდა სიტუაცია, როდესაც ომის გადავადება ხდებოდა, შესაძლოა, სომხეთის დამოუკიდებლობისა და მისი მარიონეტად ქცევის ფასადაც კი“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მსგავსი თემები