,,ისეთ დროში ვცხოვრობთ, როცა ქვეყანა მარცხდება, მსოფლიოში პატივს არ გვცემენ”- დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მთელი ყურადღება პრეზიდენტობაზე აქვს გადატანილი და წარმომადგენელთა პალატის სპიკერობაზე არ ფიქრობს.

„მე ყველაფერს გავაკეთებ დასახმარებლად, მაგრამ ჩემი აქცენტი, ჩემი მთლიანი ყურადღება არის პრეზიდენტობისკენ – გულწრფელად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებულად ვაქციოთ, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, როდესაც ქვეყანა ძლიერ მარცხდება. ჩვენ პატივს არ გვცემენ მსოფლიოში. საპროცენტო განაკვეთები, გადასახადები მაღალია, ინფლაცია საშინელია. რაც გაგვიკეთეს, ცოცხლად გვჭამს“, – განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები